შერცხვენილებმა როდემდე ვუცქიროთ, თუ როგორ იჭერენ ქართველებს და „ცხვრებივით“ მიყავთ ოკუპირებულ ცხინვალში?! - მოსაზრება
08-11-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შუაგულ ქართლში, ქართველების გატაცება და მავთულხლართების გავლება გრძელდება... როდემდე??!!

 


რუსეთის მიერ, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული და "დამოუკიდებლობა აღიარებულია"! ცხინვალის რეგიონში (თბილისიდან 40–50 კმ–ში!) და აფხაზეთში, რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, სადაც 10 000 მდე სამხედრო მოსამსახურე–ოკუპანტია!

 


მე, მაქვს შეკითხვა, როგორც წინანდელ ისე ახლანდელ ხელისუფლებასთან და ამავდროულად, იმ პატიოსან, მართლა გულანთებულ ქართველებთან, რომლებიც გამოსავალს ეძებენ და მზად არიან თავი შესწირონ სამშობლოს (და არა, ჭოგრიტში უმზერონ შორიდან)! მგონია, რომ არცერთ თქვენგანს ჩეჩნების მხედრულ მამაცობაში (მათ ეს დაამტკიცეს, რუსეთთან ორივე ომში!) ეჭვი არ გეპარებათ! ჰოდა, ასეთი შეკითხვა მებადება, – როგორ ფიქრობთ, ჩეჩნეთი საქართველოსავით დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო რომ იყოს, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, გაეროსა და ევროსაბჭოს წევრი, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკურ–სამართლებრივი სტატუსის მატარებელი და ამავდროულად, ჩვენსავით, ჩეჩნეთის ორი რეგიონი ჰქონდეს ოკუპირებული რუსეთს, – რას მოიმოქმედებდნენ ჩეჩნები, იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი დიალოგით, დასავლეთის ჩართულობით (რასაც ჩვენ ვცდილობთ), ვერ შეძლებდნენ დეოკუპაციის მიღწევას, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩეჩნეთის ტერიტორიიდან?! - სანამ ჩემს კითხვაზე მიპასუხებთ, მე გეტყვით. ჩეჩნები, მათი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება და ოპოზიციაც, თუ გადაწყვეტდა სამშვიდობოდან საომარ მოქმედებებზე გადასვლას, ნატო-ს მისიებში, ანდა უკრაინაში საომრად წასასვლელად (ნაცების რიტორიკა და ქმედება) კი არ მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არამედ – ჩეჩნეთშივე დაარტყავდნენ მტერს!! ჩვენ კი, როდემდე ვუცქიროთ შერცხვენილებმა, თუ როგორ იჭერენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ქართველებს და "ცხვრებივით" მიჰყავთ ოკუპირებულ ცხინვალში?!

 

 

სამშვიდობო გზა ძალიან გაიწელა, რაც ვფიქრობ, ხელისუფლების ცალმხრივი სტრატეგიის შედეგია და თუ მე ვცდები, მაშინ რაღა ნატო-ს მისიებში ვკარგავთ ჩვენს ჯარისკაცებს (32 დაღუპული), ან უკრაინის აღმოსავლეთში, აქვე, ყურისძირშია რუსი ოკუპანტი და წუნკალი სეპარატისტიც, ჰოდა, მობილური რაზმები მაინც შევქმნათ, პარტიზანული ომი გავუჩაღოთ, სისხლი გაუშროთ, ჩვენს მიწაზე ვიომოთ და თუ სიკვდილი გვიწერია, სამშობლოში დავიხოცოთ და არა "ცხრა მთას" იქით!! იგივე რუსეთთან მეომარ ჩეჩნებს, უთქვამთ ჩემთვის, - თუ "სამხრეთ ოსეთს", ეგრეთ წოდებულს უწოდებთ ქართველები და იგი ქართული მიწაა, მაშინ, რატომ "მიწა არ იწვის" იქ, სეპარატიტების და ოკუპანტების "ფეხქვეშო"?! სწორი შეკითხვაა და არ ვიცი რა ვუპასუხო მათ და ჩვენს სხვა მეგობრებსაც, რომ - რუსებთან მშვიდობიან დიალოგს ვერ ვახერხებთ და ომისთვის კი, "ერთი ადგილი არა გვაქვს-თქო"?! და რა სახელი გვერქმევა ჩვენ, არ გვეტყვიან ნებისმიერი დასავლელი თუ კავკასიელი მეგობრები, - ქართველებს თუ არც ის შეგიძლიათ და არც ეს, ამ შემთხვევაში დაივიწყეთ, რომ აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონი ოდესღაც საქართველოსი, ქართველების იყო და ისინი მართლები არ იქნებიან?! ჭეშმარიტად პატრიოტ ქართველებს მინდა ვუთხრა, ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ ქართულ, ფარისევლურად "აღშფოთებულ პოლიტიკურ ელიტას", რომელიც 25 წელია "მიჩვეულია" პატრიოტი ქართველი ბიჭების თავგანწირვა "თეატრალურად იგლოვოს და ნიანგის ცრემლები ღვაროს", მხოლოდ ერთი რამე ამოაძრავებს, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური პრივილეგიები, ხელისუფლებაში თუ "კონსტრუქციულ" ოპოზიციაში ყოფნისას?! ქართველ ხალხს ცრუპატრიოტების აღარ სჯერა, არც ათასი ჯურის პოლიტიკოსების, ხალხმა უკვე კარგად იცის, – ვინ, ვინ არის და მხოლოდ საკუთარი თავის იმედადაა!..

 


P.S. ქართველები, ქართულ მიწას არავის დავუთმობთ, ჯერ ე.წ. მშვიდობიანი დიალოგი ცადონ, ოღონდ იმ ქართველებმა, ვისაც ჭკუა მოეკითხება და არა იმათ, ვისაც რუსების დანახვაზე შიშისგან "მუხლები უკანკალებთ", ხოლო დიალოგით თუ ქვეყნის გამთლიანებას ვერ მივაღწიეთ, მაშინ, თუ ერი ვართ და ეროვნული თავმოყვარეობა გაგვაჩნია, უომრად ერთი გოჯი მიწა არ დავთმოთ და როცა ყველა დაინახავს ჩვენს თავდადებას, აი, სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ! მანამდე კი, მხნედ და "ჭკუით, ქართველებო"!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი