საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩასულმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს „რუსეთის დღის წესრიგის მიხედვით“ ნაბიჯების გადადგმაში, საქართველოს ოკუპაციის „მოღალატეობრივი პოლიტიკის“ განხორციელებასა და მტრისთვის, „კარების შიგნიდან გაღებაში“.
„რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური პროცესების ფონზე ხდება. არჩევნებია. არჩევნების დროს სპეკულაცია რატომღაც მოდად იქცა საქართველოში, მაგრამ რეალურად არის ის, რაც გვაქვს, რაც მტკიცდება და რასაც წყალი არ გაუვა. ეს ყველაფერი რაც დღეს აქ ხდება, ეს არის გამოძახილი იმ, რა ვიცი, შეცდომებით აღსავსე თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რაც სააკაშვილს გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი ზუსტ გზას მიგვითითებდა და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტერნაციონალიზაციაც - ფულით, ფინანსებით და პოლიტიკით მონაწილეობა ამ პროცესებში. ეს ყველაფერი დაანგრია და აი, შედეგი მივიღეთ ეს. რუსეთის დღის წესრიგის მიხედვით იმუშავა ნაციონალურმა მოძრაობამ, რუსეთის დღის წესრიგის მიხედვით გაკეთდა ყველაფერი, რასაც დღეს ოკუპაცია ჰქვია. რუსები შემოიჭრნენ, რუსებმა განახორციელეს აგრესია, მაგრამ ხატოვნად რომ ვთქვათ, კარები შიგნიდან გაუღო ვაშაძემ, მაგის გუნდმა ბაქრაძემ და რასაკვირველია სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა ეს ყველაფერი“, განაცხადა ატოციდან „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.