„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოფელ ატოცში ჩავიდა. მისი თქმით, ის რაც დღეს სოფელ ატოცში ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან მმართველმა გუნდმა საერთაშორისო დღის წესრიგიდან მცოცავი ოკუპაციის საკითხი მოხსნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დღეს სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლასაც გამოეხმაურა.
ნიკა მელიას თქმით, დაუშვებელია ისეთი ადამიანის მთავარსარდლად არჩევა, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა ჩვენ გვიწევს დგომა ახალ საოკუპაციო ხაზთან. 30 ჰექტრამდე ქართული მიწა წაგვართვეს. გუშინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დუმს. ხმას არ იღებს. სად უნდა ამოიღოს ხმა? სად უნა ამოეღო ხმა არაერთხელ მიგვითითებია მათთვის 6 წლის განმავლობაში . საერთოდ ხმას არ იღებდნენ საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი. ჩვენს პარტნიორებს არ ემუშავებოდნენ და შედეგი სახეზეა.
ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში იმ ადამიანის არჩევა მთავარსარდლად ვინც არ იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოკავშირე, არამედ იქნება რუსეთის ინტერესების მოკავშირე“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.