დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ, ვაშაძეს აძლევს ხმასო
08-11-2018, 21:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პირველ ტურში პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ ვაშაძეს აძლევს ხმასო.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ გათავისუფლდა იმ უბედურებისგან, რომ თუ ხმას არ აძლევ „ოცნებას“, აძლევ - „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

 

მისივე თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, რადგან არც ერთი იმსახურებს საქართველოს 6 წლით პრეზიდენტობას.

 

 

„ახლა იცით რით არიან დაკავებული მათი ჭორების გამავრცელებელი მანქანები?! დაძვრებიან აქეთ-იქით და უსუფაშვილი ხმას აძლევს ვაშაძესო. ხალხი, რომელმაც სადაცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და ვაშაძე უნდა დამისვან ხელისუფლებაში, რის თაობაზეც ამდენი ხანია ვკამათობ, ვურჩევ, ვწერ, ველაპარაკები, ამ ჭორებს ავრცელებს. ვერ გათავისუფლდნენ ამ უბედურებისგან, რომ მე თუ არ მაძლევ ხმას, ე.ი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ ხმას.

 

 

ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს არც ერთ კანდიდატს, რადგან არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას 6 წლის ვადით. ვერც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს ვერ ვაძლევ ამ მანდატს. არც ერთი გუნდი არ იმსახურებს ამ ქვეყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, ამიტომ არც ერთ გუნდს გავაძლიერებ და არც მეორე გუნდს“,  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი