„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საზოგდოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადამოვიდა დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ინერვიულოს, რადგან მათ ეს ნერვიულობა დაიმსახურეს.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ცოტა ნერვიულობის შემდეგ შესაძლოა, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მისი მხარე დაიჭიროს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ ფიქრობს.
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კლასიკურად მემარცხენე, მემარჯვენე, ან ცენტრისტული პარტია ვერ იქნები, რადგან გარკვეული ეკლექტიკა ნამდვილად არის.
„ნერვიულობა არ დაუმსახურებია საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას, თორემ მათ ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან წარმართეს აბსოლუტურად არასწორი, არაკომპეტენტური, უსამართლო და უსახური პოლიტიკა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, არ გაითვალისწინეს ჩემი არც ერთი გაფრთხილება, წინადადება, თუ მოსაზრება, რომელიც საქმის ინტერესებიდან იყო ნაკარნახევი. რომ გაეთვალისწინებინათ, გარწმუნებთ, დღეს იმ დღეში არ იქნებოდნენ, რაშიც არიან. ამიტომ, მაქვს აბსოლუტური მორალური უფლება, ცოტა ხანი დაველოდო და მათ ნერვიულობას ვუყურო. ცოტა უნდა ვანერვიულოთ.
შესაძლოა, ჩვენ ყოველთვის ვერ ვასრულებდით იმას, რასაც ადამიანებს ვპირდებოდით, რადგან არსებობს გადაულახავი ძალა, მაგრამ ჩვენი მომხრეები და ობიექტური მოწინააღმდეგეები ყოველთვის ხედავდნენ, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ჩვენ ყოველთვის პრინციპული ვიყავით, ჩვენს პოზიციას ყოველთვის ვასაბუთებდით და ვართ გამბედავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც რუსეთთან ლაპარაკის ეშინია და არც დასავლეთთან.
არის რაღაც მიმართულებები, სადაც ჩვენ მემარჯვენე ცენტრისტებივართ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც 150 000 ბავშვი შიმშილობს, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ, მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ადამიანები შიმშილობენ, შეუძლებელია, მემარცხენე არ იყო“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.