ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის - არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვებულ ფეხბურთელებს შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სოფელ უდეში არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მეშვიდე წელია იმართება. მინი ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები უპირისპირდებიან.
უკვე მესამედ ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ პირველ საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
შეხვედრას დაღუპული ახალგაზრდის მამა - გურამ ბალახაშვილიც ესწრებოდა.
,,ჩვენი უწმიდესი ვალია გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, არტემი ნამდვილი გმირია, მისი საქციელი სამაგალითოა თითოეული ქართველისათვის" - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.