შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბრიგადის ფსიქიკური აშლილობის მქონე ვეტერანმა კალიფორნიის ხალხმრავალ ბარში 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციელი, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
სროლები ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაცილებით მდებარე Thousand Oaks-ში ოთხშაბათ ღამით 23:20 საათზე დაიწყო. გავრცელებული ცნობით „the Borderline Bar-ში სულ მცირე 200 ადამიანი იმყოფებოდა და ბარი სტუდენტურ საღამოს მასპინძლობდა.

პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა. იგი 28 წლის იან დეივიდ ლონგია.
მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციამ იგი თავის სახლში „არარაციონალური“ მოქცევისას აღმოაჩინა.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა, რომელსაც შავი ტანისამოსი ეცვა, ბარის შესასვლელში მდგარ დაცვის თანამშრომელს ესროლა და შიგნით ძალადობრივი გზით შეიჭრა.
თვითმხილველების თქმით, ბარი მუსიკას ჰქონდა მოცული, როდესაც ეჭვმიტანილმა კვამლის ყუმბარა ისროლა, ვიდრე ცეცხლს გახსნიდა.
პოლიციის განცხადებით, მან ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რომელიც მას კანონიერ მფლობელობაში გააჩნდა, თუმცა იარაღს დაყენებული ჰქონდა დამატებითი მოწყობილობა, რომელიც არალეგალურია კალიფორნიაში და რომლის მეშვეობითაც ჩვეულებისამებრ 11 ტყვიის ტევადობის მქონე იარაღში უფრო მეტი ტყვია ეტევა.
პოლიციის თქმით, მათ ჯერჯერობით არ იციან რამდენჯერ გაისროლა თავდამსხმელმა და არც იციან ასევე ისიც, გადატენა თუ არა იარაღი მან თავდასხმისას.
28 წლის თავმდამსხმელი ლიკვიდირებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.