ქართველ მეზღვაურებს ევროპულ გემებზე დასაქმების შეზღუდვები სრულად აქვთ მოხსნილი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
09-11-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მოხსენებით გამოვიდა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე -„ჩვენ პროფესიონალები ვართ“, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

 


„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტის ფარგლებში.

 


მოხსენებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე მეზღვაურთა განათლების დონის ამაღლებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, რომლის შედეგადაც გამკაცრდა ზედამხედველობა საგანმანათლებო პროგრამებსა და მეზღვაურთა დასაქმების პოლიტიკაზე, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, საზღვაო აკადემიას გადაეცა საწვრთნელი გემი სტუდენტების საზღვაო პრაქტიკის უზრუნველყოფისთვის და ა.შ. აკაკი საღირაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლითაც ქართველ მეზღვაურებს მოეხსნა ყველა შეზღუდვა ევროპულ გემებზე მათი დასაქმების მიმართულებით.



აკაკი საღირაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, განსაკუთრებით კი მის იმ კომპონენტს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მისი მეშვეობით აღნიშნული საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულები ქართულ დიპლომთან ერთად ბრიტანეთში აღიარებულ სერტიფიკატსაც მიიღებენ, რომელიც მათ გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებას გაუადვილებს.



კონფერენციას ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი Pearson Education Limited, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები საზღვაო აკადემიას ეწვივნენ, სადაც პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს გაცნობოდა, განახლებული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები დაეთვალიერებინათ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საქართველოს მთავრობისა, და კერძო სექტორის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა.



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ განხორციელებული პროექტის სახელწოდებაა: GWAVES (Georgian Workforce assistance and Vocational Education Strategy) - საქართველოს მუშახელის მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სტრატეგია. პროექტის უცხოელი პარტნიორია ბრიტანული კომპანია „Pearson Education Limited“. პროექტი განხორციელდა პროფესიული მომზადემის ცენტრის ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ცენტრის აკრედიტაცია ბრიტანეთის აკრედიტაციის საერთაშორისო საბჭოს მიერ - BTEC (ბიზნების და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭო). პროექტის ფარგლებში შემუშავებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მიიღო საერთაშორისო აღიარება და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებზე ეროვნული დიპლომის გარდა გაიცემა BTEC-ს საერთაშორისო დიპლომები.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი