ირაკლი ოქრუაშვილი: ივანიშვილი ბოლო ხავსს მოეკიდა, რომ იქნებ ამათ კიდევ ერთხელ მოვატყუოო
09-11-2018, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის მორიგი დაპირების, რომ ერთ წელიწადში მდგომარეობა გამოსწორდება, არ სჯერა სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს და ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს მის მეგობრებსაც.

 


ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ „ერთ წელიწადში რამე უკეთესობისკენ შეიცვლება“ და ივანიშვილი „ბოლო რაღაცა ხავსს მოეკიდა, რომ იქნებ ამათ კიდევ ერთხელ მოვატყუოო“.

 

 

„ივანიშვილი ვნახეთ, გამოვიდა და გვეუბნება, რომ ეხლა ხალხო, ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა მომავალი არ გადააყოლოთ თქვენ რაღაც წყენას და ერთი წელი დამიჯერეთ და ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად იქნება. მე არ მჯერა ამ ადამიანის ამ დაპირების, რომ ერთ წელიწადში რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. პირიქით, მე მჯერა, რომ თუ ამ ადამიანმა ჩვენი რაღაც გული მოალბო, სალომე ზურაბიშვილი ამით გაპრეზიდენტდა და მან არჩევნებში გაიმარჯვა, ერთ წელიწადში, როგორც ანაკონდა ახრჩობს თავს მსხვერპლს, ეგრე დაგვახრჩობს სუყველას. გაცილებით გართულდება ჩვენი ცხოვრება, გაცილებით გაღრმავდება ეს ჭაობი და ეს უფსკრული და გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, განაცხადა ოქრუაშვილმა და დაამატა:

 


„ნიშანი იმისა, რომ უკეთესობისკენ რაღაც შეიცვლება, უნდა მდგომარეობდეს ერთ რამეში. წინა ხაზზე უნდა წევდნენ ადამიანებს, რომლებიც არიან წესიერი, განათლებული, მშრომელი და პატრიოტი. ნაცვლად ვიღაც ოლეგ იაძისა, დათო ზეიკიძე გავიგე ამას წინათ, ე.ი. ახალაიებზე როგორ შეიძლება კარგი სიტყვა დამცდეს, მაგრამ ძალადობის ფორმატში ახალაიები არიან ანგელოზები ზეიკიძესთან. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ არის რომ ამ ადამიანს არ ჰქონდეს თავის დროზე, 90-იანებში დარღვეული. ეს ადამიანები არიან წინა ხაზზე გადმოწეული. ჯაბა იოსელიანი რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დაუძახებდნენ, დაიყენებდნენ გვერდზე და ჩართავდნენ მთელ ამ კამპანიაში. თუ მომავალზე ფიქრობ შე ოჯახაშენებულო, 6 წლის განმავლობაში საკუთარი შვილების გარდა, სხვისი შვილებიც ხომ შეიძლებოდა სასწავლებლად გაგეგზავნა და ის მერე, როგორც დიდი აქტივი ქვეყანას უკან დაუბრუნდებოდა. ერთი ადამიანის ხარჯები არ აქვს დაფარული საზღვარგარეთ გასაგზავნად. ნაზარბაევის მინისტრებთან ურთიერთობა მიწევდა, წელიწადში ათას ბავშვს გზავნიდა, რა თქმა უნდა ბიუჯეტის ხარჯზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი