„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც მან ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, სააკაშვილის და მისი პარტიის მიერ ძალაუფლების სათავეში ხელახლა მოქცევის შანსებსა და რევანშის საფრთხეზე საუბარი „თვალებში ნაცრის შეყრას“ წარმოადგენს, რადგანაც მისი თქმით, სააკაშვილმა ჯერ უნდა აღიდგინოს მოქალაქეობა, „ვაშაძის ხელმოწერით, ან მის გარეშე“ და ამასთან, იგი „ მინიმუმ უნდა გამართლდეს“ იმ საქმეებზე, რაზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენები გამოიტანა.
„მთელი ეს თვალებში ნაცრის შეყრა, რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და რევანში იქნება, არაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება. ნაციონალური მოძრაობა ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი, როგორც პირველი ვიოლინო ნაციონალური მოძრაობის, ის არის პირველი ვიოლინო, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ დაბრუნდეს, მან ჯერ უნდა აღიდგინოს მოქალაქეობა, ვაშაძის ხელმოწერით, ან მის გარეშე. მის გარეშე რას ვგულისხმობ. პრეზიდენტს, პირველი მოსმენით კანონი მიღებულია, ართმევენ მოქალაქეობის მინიჭების უფლებას, ისევე როგორც შეწყალების უფლებას, დაუჩქარონ ეს კანონი და ეს თემა მოკვდება. მოქალაქეობა რომც აღიდგინოს, გასამართლებულია და მინიმუმ უნდა გამართლდეს ამ საქმეებზე. გარდა გამართლებისა, რომელსაც დაჭირდება დაახლოებით, თუ თეორიულად დავუშვებთ რომ გამართლდეს, თორემ ამ შემთხვევაში ჩემი ჩვენება არ შეიცვლება, ისევე როგორც სხვა ადამიანების ჩვენება და ეს სასამართლო განაჩენი ასე ადვილად ვერ აორთქლდება ჰაერში, არსებობს უამრავი საქმე, რომელზეც უნდა გასამართლდეს და თავი გაიმართლოს, ბუნებრივია. ამას დაჭირდება რამდენიმე წელი. ის თუ აპირებს გრიგოლ ვაშაძის, როგორც მომავალი პრეზიდენტის, პირობითად ვთქვათ, ადმინისტრაციის უფროსობას, ამ იურიდიული რაღაც ლაბირინთების გამო არ გამოუვა ეგეც კი“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.