ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებენ: „პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე“
09-11-2018, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერიას 1-ელ ნოემბერს, აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით მიმართეს. 

 

 

სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თბილისის მერიისგან მიიღეს წერილი, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობა მათ 7 დეკემბრიდან ლოკაციის შეცვლას უთითებს, მიზეზით, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე წინასაახალწლო მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს.

 

 

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ მერიის „თხოვნას" ვერ გაითვალისწინებენ.

 


„2018 წლის 1-ელ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით. ვადა მოვითხოვე 31 დეკემბრის ჩათვლით. პასუხად მივიღე წერილი მერიიდან, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას. მოგვიწოდეს პირდაპირ, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით - გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი აუცილებლად. ამ წერილით ხელისუფლება გვეუბნება, რომ ხელს ვუშლით ვიღაცეებს. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით - არც იმ ბავშვებს, რომლებიც აქ უნდა გაერთონ. ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ, ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა არის თუ რაც არის ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არამარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით.

 

 

პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ - ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით და კალაძის უწყებიდან გამოგზავნილი", განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, „ეს წერილი ნიშნავს, რომ გვეუბნებიან, ჩვენ დანაშაულს არ ვაღიარებთ - იდექით, რამდენიც გინდათ". მისივე განცხადებით, „სანამ ჩვენს ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, აქედან ფეხს არ მოვიცვლით".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი