ევროკომისიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
600 მილიონი ევრო იქნება პირველი ტრანში უკრაინისათვის გამოყოფილი ახალი მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, რომელიც საერთო ჯამში 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს.
აღნიშნული პროგრამის საშუალებით ევროკავშირი უკრაინას ფინანსების მართვისა და გამჭვირვალობის, ენერგო სექტორის, სოციალური უსაფრთხოების, ბიზნეს-გარემოსა და ფინანსური სექტორის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.