თბილისის მერი კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთი-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხობს.
„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება. მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს.... კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი" განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დედაქალაქის მერიას 1-ელ ნოემბერს, აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით მიმართეს.
მათივე თქმით, თბილისის მერიისგან მიიღეს წერილი, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობა მათ 7 დეკემბრიდან ლოკაციის შეცვლას უთითებს, მიზეზით, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე წინასაახალწლო მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს.
შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ მერიის „თხოვნას" ვერ გაითვალისწინებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.