V საარტილერიო ბრიგადა 25 წლისაა
09-11-2018, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა. არტილერისტებს ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. ლევან იზორიამ არტილერისტების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი აღნიშნა და ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში არტილერიის რეფორმა ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თანამედროვე გამოწვევებისთვის სრულად მზადყოფნას.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა საბრძოლო დროშა პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილს გადასცა და V საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილება გადააბარა.

 

 

საზეიმო ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არტილერისტი, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი დაესწრო. მან თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმესა და თავდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას გადაუხადა და ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა. დღესვე ლევან იზორიამ გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების, მათ შორის ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილე სამხედრო კონტინგენტის სახელით სახელმწიფო დროშის სერტიფიკატი გადასცა. დროშა 2012 წელს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შუკვანზე“ იყო აღმართული.

 

 

ცერემონიალი არტილერისტების დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, ხოლო პირველი კლასის რიგით ზაურ ხუბაშვილს თურქეთის რესპუბლიკაში მკლავჭიდის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ფულადი პრემია გადასცა.

 

 

V საარტილერიო ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

 

 

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბრიგადის ტერიტორიაზე V საარტილერიო ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც მოეწყო.

 

 

V საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის ნოემბერში შეიქმნა. 2018 წელს ბრიგადას სახელწოდება შეეცვალა და V საარტილერიო ბრიგადა გახდა. ქვედანაყოფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 10
#10   Seymour
      
References:


Payid pokies casinos codimd.syssec.org
29 სექტემბერი 2026 13:44
#9   Novella
      
References:


Online pokies payid payid pokies instant withdrawal australia
28 სექტემბერი 2026 13:21
#8   Cruz
      
References:


Payid pokies real money https://rentry.co
26 სექტემბერი 2026 05:15
#7   Kirby
      
References:


Instant play payid pokies payid casino pokies
25 სექტემბერი 2026 21:45
#6   Elba
      
References:


Casino sofortüberweisung klarna https://www.nlvbang.com
24 სექტემბერი 2026 10:20
#5   Lane
      
References:


Online casino mit klarna sofort http://kuniunet.com/home.php?mod=space&uid=3365645

References:


Casinos mit sofortüberweisung http://gm6699.com/home.php?mod=space&uid=3355954
23 სექტემბერი 2026 16:50
#4   Jacob
      
References:


Bestes Sofortüberweisung Casino http://t.044300.net/home.php?mod=space&uid=3112768
23 სექტემბერი 2026 07:49
#3   Bettye
      
References:


Sofort Casino Willkommensbonus https://onlinevetjobs.com/
22 სექტემბერი 2026 09:04
#2   Everette
      
References:


Online casino mit sofortüberweisung einzahlung Sofort Casino mit Lizenz
22 სექტემბერი 2026 08:03
#1   Valorie
      
References:


Ameristar casino council bluffs pad.stuve.uni-ulm.de
27 მაი 2026 15:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი