აკაკი ზოიძე: საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება უფასო სკრინინგის ჩატარება
09-11-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი. ამაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება. სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

 

 

„მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკამრისია, ამ სიახლის შედეგად კი, უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით. იუსტიციის სახლებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ; ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანს უხდება იქ მისვლა, ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისის მისაღებად - შესაბამისად, ამ პროგრამის დაწყება იქნება გარდამტეხი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. შევძლებთ ბევრი მოქალაქის მოცვას და მოტივირებას, რომ გაიკეთონ უფასო ანალიზი, იმის დასადგენად აქვთ თუ არა ეს ვირუსი.

 

 

აღსანიშნავია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძალისხმევა ამ პროცესში. ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მხრიდან ზრუნვის გამოვლენა თავისი მოქალაქეებისადმი.

 

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ნაწილმა დაამთავრა, ნაწილი მკურნალობს; განკურნების მაჩვენებელი, 98 % - ია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს გამოკვლევა, რათა დროულად დაადგინოს აქვს თუ არა ეს ვირუსი და შესაბამისად, ჩაერთოს მკურნალობის პროცესში“, აცხადებს ზოიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი