„ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს“, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
„ირაკლი კობახიძე აწარმოებს ამ შეხვედრებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეორე ტურის პირობებში მოგვარდეს როგორც შტაბების მუშაობაში, ისე სხვა საკითხები, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება და ამომრჩევლებს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს და არ მოაბრუნოს რეჟიმი, რომელიც ჩვენ ხალხთან ერთად გადავაგდეთ 2012 წელს“, განაცხადა ნინო წილოსანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.