ხონში, საკრებულოს სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საჯარო მოხელეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს პროექტის „საქართველო ევროპის გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის ინპლემენტაციისათვის ეფექტური მოდელის შექმნა" ფარგლებში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დღეს არსებული ვითარებისა და მოქმედი სტანდარტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები ევროკავშირში პროდუქტის და მომსახურების ექსპორტირების დროს სარგებლობენ ვაჭრობის რეფერენციული რეჟიმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცით, რომელიც ზრდის ქართველი მწარმოებლების ხელმისაწვდომობას ევროკავშირის ბაზართან და საშუალებას აძლევს მათ ისარგებლონ იმპორტზე ნულოვანი გადასახადით, იმპორტირებისას იმპორტის გაუქმებული გადასახადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.