ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
სკოლა, რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით 90 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ფეხბურთის სტანდარტული ზომის სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები აქვს.
გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები თანამედროვე სკოლაში ისწავლიდნენ და დღეს, ოზურგეთში, ჭანიეთში ახალი სკოლა გავხსენით. ჭანიეთს 70 წელზე მეტი არ ჰქონდა სკოლისთვის ნორმალური შენობა, მაგრამ ჰყავდა დიდი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები. ამ ეზოში უკვე არის ევროპა!” ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სკოლის გახსნაზე მისულ საზოგადოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.