ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაზალეთში მცხოვრებ მაია პაკელიანს საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ
08-07-2015, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ დირექტორი, გიორგი ჩიჩილიძე და  ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” დირექტორი ეკა შავიძე ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით, ბაზალეთში მცხოვრებ მაია პაკელიანს ესტუმრენ და საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ.


ხარაგაულის ა(ა)იპ-ის, ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ინფორმაციით, მაია პაკელიანის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა მძიმეა. ისინი აფხაზეთიდან დევნილები და სოციალურად დაუცველები არიან. ჰყავთ ოთხი მცირეწლოვანი შვილი. სახლი, რომელშიც პაკელიანები ცხოვრობენ რამდენიმე წლის წინათ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.


„ძალიან გვიჭირს, ბავშვების გამო ვერ ვმუშობ. ვერაფერს ვაკეთებ. ასეთ მდგომარეობაში, ის ადამიანები, რომლებიც ჩემს შვილებზე ზრუნავენ და მეხმარებიან განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. ჩვენი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ერთი დღე არ მტოვებს უყურადღებოდ. მადლობა სათნოების სახლის დირექტორს, საკვები პროდუქტები საარსებო წყაროა ჩემთვის“, - განაცხადა მაია პაკელიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი