„ევროპული საქართველო" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა
10-11-2018, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღურწკაიამ საზოგადოებრივი მაუწყბელს განუცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.

 

 

როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

 

 

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, აღნიშნა ღურწკაია.

 

 

მისი თქმით, ის არც ერთ სხვა პარტიაში არ გადადის.

 

 

ღურწკაიას პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებამდე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ქებურიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

 

ქებურიას თქმით, ღურწკაიას ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და მასზე ზეწოლაც განხორციელდა. მისი მტკიცებით, სწორედ ამიტომ მიიღო ღურწკაიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი