გიორგი ვაშაძე: უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება
10-11-2018, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება.

 

 

გიორგი ვაშაძე ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა თუ მედიაში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2009 წელს გაკეთებული განცხადების მცირე მონაკვეთი ტირაჟირებას ეხმაურება.

ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ განზრახ ამახინჯებს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.

 

 

ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის მიზანს სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გადაფარვა წარმოადგენს.

 

 

„საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას 2009 წელს და ასევე, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას, განცხადებებს. მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის, პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე, თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და კონკრეტული ფაქტებია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარეს. მაგრამ ახლა, ამ მთელი ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, სიტყვაა შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“ და ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმში გადასული ტელეკომპანია „იმედი“.

 

 

უნდათ, რომ საკუთარი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გადამალული ჰყავთ საგულდაგულოდ, რამენაირად გააპრაონ ამ სიტუაციაში. ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ პრავდება, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის სამშობლოს ღალატი“, განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი