თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს.
კალაძის თქმით, ამაზრზენია, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი განცხადება ინტერპრეტირებულად გაავრცელა და მიუთითა, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ნაძვისხით ანაცვლებს.
„სამწუხაროა და ამაზრზენიც, შეიძლება უტიფრობაც ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოებისა და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციას გუშინდელ ჩემს განცხადებასთან. რა ჰქონდათ გამოტანილი, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვისხით. როგორ შეიძლება, არ ვიცი, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა. შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება და ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ ვიცი.
მე მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორული, ამიტომ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.
მერიას არანაირი პრეროგატივა არ აქვს კარვის დადგმაზე ან ნებართვა მისცეს, ან უარი უთხრას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონის ფარგლებში, ზაზას ჰქონდა შემოტანილი წერილი და კანონის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ უპასუხა. მან შემოიტანა ცნობა, რომ აპირებს, დეკემბრის ბოლომდე განახორციელოს პროტესტი. დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო განცხადება, შეგიძლიათ, ეს ტექსტიც ნახოთ, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით რომ არ მოხდეს გაურკვევლობა, დედაქალაქის მერიას აქვს ღონისძიებები დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთი არის ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, როგორც ეს ტრადიციულად ხდება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ჩემ მიერ მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და ეს იქნა მიწერილი კანონის ფარგლებში“, განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა საახალწლო ღონისძიებები და აქცია ერთდროულად ჩატარდეს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ სურს, პარლამენტთან მოხდეს დაპირისპირება. მისი თქმით, ამის გაკონტროლება რთული იქნება.
„მე არ მინდა, რომ ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის. ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია მოაწყოს, ჩვენ უნდა ავიცილოთ ყველაფერი თავიდან. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა“, განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.