გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება“ აჭარაში არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
მისი თქმით, აჭარაში სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შედეგების შეცვლას ცდილობს.
მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ყველა საშტაბო ერთეულში შეცვლილია თავმჯდომარეები. მიმდინარეობს ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
„მიმდინარეობს ზეწოლა, სახელისუფლებო წნეხი, შანტაჟი , მოსყიდვა, გადმობირება, ჩვენს კოორდინატორებთან მისვლა, დალაპარაკება, ფულის შეთავაზება. ადამიანები ჩართეს საშტაბო მუშაობაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან კრიმინალთან, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი მოძიების საკითხები“, განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.