საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე თერჯოლაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ხვდება.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, პარტიას ამ რეგიონში გამორჩეულად ძლიერი და აქტიური გუნდი ჰყავს და მეორე ტურშიც ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალი იქნება.
„ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. უარი ვუთხრათ ივანიშვილის ხელისუფლებას და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიოთ იმ ცვლილებებს, რომელიც სჭირდება თერჯოლასაც, იმერეთსაც და მთელს საქართველოს“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.