ზაზა სარალიძე: „ივანიშვილის ხუშტურებია, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ“
10-11-2018, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარვებით ვიცავთ თავისუფლებას! - ამ სახელწოდებით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

დღეს ზუსტად 2 თვე გავიდა იმ დღიდან, რაც შვილმოკლულმა მამებმა მკვლელების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიანი პროტესტი დაიწყეს.

 

 

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, აქციის მონაწილეები კარვების დადგმაში შესაძლოა, დაეხმარონ. სარალიძის განცხადებით, ძალოვანი უწყება მას კარვის დადგმის უფლებას არაკანონიერად უკრძალავს.

 

 

„არანაირი კანონით არა აქვთ არც კარვების აკრძალვის უფლება, მით უმეტეს იქ დგომის აკრძალვის უფლება არა აქვთ. მაგრამ ეს არის ვიღაცის ხუშტურები. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პირდაპირ, როგორც ვატყობ უკვე, ივანიშვილის ხუშტურები, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას. დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, დასაჯონ საქმის ყველა გამყალბებლები და ხელის მფარველები, ერთი წამითაც არ გავჩერდებით იქ“,  განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი