სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში არ გადავიდეს.
მეუფე შიოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სტუმრობაზე. როგორც პატრიარქის თანამოსაყდრემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში თავის შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იყო მოსული და პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ რა თქვა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაც შეხვედრაზე“, განაცხადა მეუფე შიომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.