ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები: სიცრუეა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოთარ ფარცხალაძე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომას არ დასწრებია
10-11-2018, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები ყოფილი მთავარი პროკურორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გეგმავენ.

 


ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ფარცხალაძე სხდომას არ დასწრებია, სიცრუეა.

 

 

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია და ეჭვი, თითქოსდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები – ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელი მათ მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომას არ დასწრებიან, წარმოადგენს ერთი მხრივ სიცრუეს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ადვოკატთა კორპუსის, ასევე სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობასა და უნდობლობას. ღია და საჯარო სასამართლო სხდომა, სადაც ფარცხალაძისა და ჩოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, ჩატარდა მათი უშუალო მონაწილეობით, 2018 წლის 5 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 


აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის პირველი წარდგენა, რა დროსაც სასამართლო მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ტარდება შემჭიდროვებულ ვადებში, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შუამდგომლობის განხილვის 24-საათიანი ვადით.

 


მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს წარუდგინა ბრალი და სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლომ კანონით დადგენილ 24-საათიან ვადაში ჩანიშნა სხდომა, რომელიც ჩატარდა ბრალდებულების უშუალო მონაწილეობით.

 


ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის გარეშე სხდომის ჩატარების შესახებ მედიაში გავრცელებული ვარაუდი, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და მისი მიზანია ერთის მხრივ ფარცხალაძის დისკრედიტაცია, ხოლო მეორეს მხრივ მისი თითქოსდა „გავლენების“ შესახებ უსაფუძვლო წარმოდგენის შექმნა საზოგადოებაში.

 


ასევე, „სკანდალებზე მონადირე“ მედიასაშუალებების გასაკვირად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად მოსამართლეც და პროცესში მონაწილე სხვა პირები, რის ამსახველ ვიდეომასალასაც დაცვის მხარე წარუდგენს საზოგადოებას.

 


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დაცვის მხარე გამოითხოვს ბატონი ოთარ ფარცხალაძის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერს. ასევე გამვოთქვამთ სრულ მზადყოფნას, ჩანაწერი გავაცნოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას“, აცხადებენ ადვოკატები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი