ეკა გიგაური: სახელმწიფო ებრძვის არა მხოლოდ ზაზა სარალიძეს, არამედ ყველას, ვინც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის გვერდზე დადგეს
10-11-2018, 20:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე იმყოფება.

 

 

მას სამართალდამცავებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. გიგაური ამბობს, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას აკრძალავს.

 

 

ეკა გიგაურის განცხადებით, სამართალდამცავები კანონდარღვევით მოქმედებენ. გიგაურის თქმით, თუ არ უნდა მთავრობას, რომ საახალწლოდ კარვები იყოს პარლამენტის წინ, უნდა გამოძიონ ხორავას ქუჩის საქმე.

 

 

„ისინი არღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ცხადია, ისინი იღებენ უკანონო ბრძანებებს და ამ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ

ისინი არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ მშვიდობიანად გამოგვეხატა ჩვენი აზრი და გაგვეშალა კარვები, რაც არის ჩვენთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ებრძვის არა მხოლოდ ზაზა სარალიძეს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის გვერდზე დადგეს.

 

 

თუ სახელმწიფოს და მთავრობას არ უნდა, რომ აქ იყოს კარავი და არ უნდა, რომ აქ იდგეს ზაზა სარალიძე, ამ შემთხვევაში, მისი დარღვეული უფლებები მათ უნდა აღადგინონ და დასაჯონ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო მისი შვილის მკვლელობაში და ასევე გავლენას ახდენდა გამოძიებაზე“,  განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი