„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე მივიდა.
ელენე ხოშტარიას თქმით, მას კარავი სამართალდამცავებმა წაართვეს.
„თქვენმა პოლიციელმა მომპარა ჩემი კუთვნილი ნივთი, დამიბრუნეთ ჩემი ნივთი“, აღნიშნა ხოშტარიამ.
პარლამენტის წინ ამ წუთებში შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვები მიიტანეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებს სამართალდამცავებმა კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს.
რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, 10-მდე კარვის გაშლას გეგმავდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.