ზაზა სარალიძე ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ის რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა. მანამდე სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში ზაზა სარალიძის დედა გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. სამართალდამცავებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.