რუსთაველის გამზირზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, მოქალაქეებს ჩამოართვან კარვები, არის კანონდარღვევა.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ კონსტიტუციური უფლებაა ნებისმიერი მოქალაქის, გამოხატოს პროტესტი.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაშალოს კარავი იქ, პროტესტის ნიშნად, სადაც ის ჩათვლის საჭიროდ, თუ ის არ არღვევს კანონით დადგენილ ფარგლებს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის წინ კარვების გაშლა, როდესაც ის არ უშლის ხელს ტრანსპორტის გადაადგილებას და ხელოვნურ დაბრკოლებებს არ ქმნის ან რომელიმე უწყების ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, არის სრულიად გამართლებული“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეებს შეეზღუდათ კარვების გაშლის უფლება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ მოქალაქეებს, ეს ნამდვილად არ არის არგუმენტირებული სამართალდამცავების მხრიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.