სამოქალაქო აქტივისტი ნინო დანელია პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციას შეუერთდა.
ნინო დანელიას თქმით, ხელისუფლებას ეშინია სალოდარობის და სამართლიანობის მოთხოვნის მოქალაქეების მხრიდან.
დანელია პოლიციელების ქმედებას აკრიტიკებს, რომლებმაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს და წაართვეს რამდენიმე კარავი.
„ხელისუფლებას ეშინია ნებისმიერი იმ გამოხატვის, რომელსაც ჰქვია თავისუფლება... მგონი, დღეს ყველა ადამიანი, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური გემოვნება აქვს და ვის მისცა პირველ ტურში ხმა, მოვიდა იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა კრიმინალური პოლიტიკური პოლიციისგან, რომლის მოქმედებებიც დღეს ვნახეთ, სრულიად წარმოუდგენლად იქცეოდნენ ესენი, როდესაც გადაუარეს მართლაც ზაზა სარალიძის დედას“, განაცხადა დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.