საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ათივე შტაბის წარმომადგენელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ვიყავი ყველა შტაბში. მინდოდა მადლობა მეთქვა იმ ადამიანებისთვის ვინც მეხმარებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა. წინ კიდევ ბევრი საქმეა და ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ. დიდია შემართება და მზადყოფნა, ხალხი გრძნობს მობილიზებას და აქვს კარგი განწყობა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.