„მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რომ კარვის გაშლა არ არის კანონის დარღვევა“ - არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სამი კარავი გადასცეს
11-11-2018, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საკუთარი კარვებს დაშლა დაიწყეს. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ მომიტინგეების კარვები დარჩება.

 

 

პარლამენტის წინ 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის კარვები იდგა, რომლებშიც მთელი ღამის განმავლობაში ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლას პერფომანსის ფორმა ჰქონდა და მიზნად ისახავდა კონკრეტული მესიჯის გაგზავნას ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის, რომ კარვის გაშლა ყველას შეუძლია.

 

 

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნამდვილად მოვახერხეთ იმის თქმა, რაც გვინდოდა. მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რომ კარვის გაშლა არ არის კანონის დარღვევა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს გააკეთოს, ასევე ის, რომ ბატონ სარალიძეს არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, იყო კანონის დარღვევა. გუშინ პოლიციელები, სამწუხაროდ, არ მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად და ეს იყო პრობლემა, თუმცა ვფიქრობთ, სათქმელი, რომელიც გვქონდა, მივიტანეთ საზოგადოებამდე. უკვე ავიღებთ ამ კარვებს. თავიდანვე ასე იყო დაანონსებული, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვაკეთებთ პერფორმანსს და უბრალოდ ეს იყო აქცია, რომლის მიზანიც კონკრეტული მესიჯის მიტანა იყო. ცხადია, ხვალიდან და შემდეგ პერიოდშიც ასევე დავიცავთ ბატონი სარალიძის უფლებებს და მოვთხოვთ მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი დარღვეული უფლებები აღდგეს“, განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი