საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ცენტრმა ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის" შესახებ ახალი კანონის ამოქმედების პერიოდისთვის უნდა დაიწყოს.
"მინდა ასეთი იდეა გაგაცნოთ. ვინაიდან ჩვენ გასულ კვირას მოვიწონეთ "საჯარო სამსახურის" შესახებ ახალი კანონპროექტი და გავგზავნეთ პარლამენტში, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მიმართულებით, გადავწყვიტეთ, კანონის ამოქმედებასთან ერთად, იმ დროისთვის შეიქმნას საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი. მე ვთხოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ ქალბატონ ნინო ჭელიძეს, რომელმაც მოამზადა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ცენტრის ჩამოყალიბება. პროცესში აქტიურად არის ჩართული მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც. მინდა, ყველას მადლობა გაწეული სამუშაოსთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საჯარო მოხელეთა სისტემატური გადამზადება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აუცილებელია.
"ჩვენ ვაპირებთ, გავითვალისწინოთ გამოცდილება ისეთი ცენტრებიდან, როგორებიცაა გერმანიის ფედერალური აკადემია, ასევე პოლონეთს აქვს კარგი გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, იმ მომენტისთვის, როცა ამოქმედდება კანონი, ჩვენ ეს ცენტრი გვექნება გამართული. აუცილებელია, რომ საჯარო მოხელეთა გადამზადება იყოს სისტემატური მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს მუშაობაზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს. ტრენინგები იქნება როგორც საბაზისო, ისე - თემატური. ცენტრი ასევე გახსნის ფორუმს საჯარო პოლიტიკის განხილვისა და საერთაშორისო დებატებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, 115 ახალგაზრდა გაიგზავნება; გასულ წელს გაგზავნილი 77 სტუდენტიდან კი 26 - წელს, ხოლო დარჩენილი ნაწილი მომავალ წელს დაბრუნდება.
„ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობთ, 4-5 წელიწადში მივიღებთ კარგად მომზადებულ 500-600 ახალგაზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.