რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების აქცია გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ, 16 კარავია გაშლილი.
„კურიერის“ ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად აქციას გააგრძელებს და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მისი თქმით გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლება შეშინებულია. როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებმა საზოგადოებაში რომ გაჟონოს, ხელისუფლებიდან ყველას საქართველოს დატოვება მოუწევს.
მთელი ღამის განმავლობაში შვილმკვდარ მამებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო აქციის წარმომადგენლებიც. დღეს საღამოს კი კვლავ იგეგმება აქცია და სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.