გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა კარის გატეხვით შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.
როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ პირველ არხს განუცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა.
„სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულად ინვენტარი ისეთ დღეშია, მისი გამოყენება შეუძლებელია“, ამბობს სკოლის დირექტორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.