შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და როგორც გახარია ამბობს, ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.
„ჩვენ ვდგავართ ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მომავალს, ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა დავინახეთ ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარვებს.
პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს.
მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, აქედან გამომდინარე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას უზრუნველყოს უსაფრთხოება მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების.
აქვე მინდა აღვნიშნო, ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.