გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას.
გიორგი ვაშაძემ მოუწოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და არ დაარღვიონ კანონი.
„გუშინ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება. შს სამინისტრომ მინისტრისა და ხელისუფლების დავალებით სცადა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. მათ დაარღვიეს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება. ასევე დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც უზრუნველყოფილია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება. ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში. კანონი არის კანონი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ თქვენ, თითოეული პოლიციელი. მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციაზე. ვინ აწყობს დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. არ გაგივათ ეს ყველაფერი. ეს არის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც თქვენ ჩადიხართ“, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.