კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 1979 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სხვისი ნივის ან ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით“, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.