ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას ,,მე მჯერა ივანიშვილის“ ეხმიანება და მას ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ტყუილს, ,,ფეიქნიუსს“ უწოდებს.
„ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია გაჯერებულია ტყუილებით, ეგრეთ წოდებული ,,ფეიქნიუსებით“, რომელსაც გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.
ამ ბოლო დროს უფრო მეტად გააქტიურდნენ და ესეც არის ერთ-ერთი ასეთი ფეიქი, რომელიც არ ვიცი რის საილუსტრაციოდ სჭირდებათ. ისინი აანონსებენ რაღაც აქციას ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების სახელით და ამით ცდილობენ ალბათ, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აჩვენონ საზოგადოებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ყავს მცირერიცხოვანი მხარდამჭერები , რადგან ბუნებრივია, ასეთ არა ორგანიზებულ აქციაზე ადამიანები არ მივლენ.
არანაირი აქცია დაგეგმილი, არანაირი აქტივობა ჩვენი მომხრეების მხრიდან დაგეგმილი არ არის. მოვუწოდებ საზოგადოებას, არ წამოეგონ ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართულ ტყუილებს და არ გააკეთონ დასკვნები მსგავსი ,,ფეიქნიუსებიდან“ გამომდინარე“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.