ზაზა სარალიძის დედა მარიამ ბეგაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეების მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, თუკი დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებში დამნაშავეები დაისჯებიან, აქციებს შეწყვეტენ.
„არასოდეს არ ყოფილა აქ დესტაბილიზაცია აქციის მონაწილეებისგან, დესტაბილიზაცია თუ ხდებოდა, ხდებოდა ისევ პოლიციელების, იმ პოლიციელებს მე არ ვერჩი, ვინც აქ დგანან და ჩვენ გვიცავენ. არიან შემოსულები ზონდერ-ჯგუფები, ზოგი გადაცმულია, ზოგი ფორმით იყო. ისინი აწყობენ დესტაბილიზაციას“, განაცხადა მარიამ ბეგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.