საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკები 13 ივლისამდე დაკეტილი იქნება
09-07-2015, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე, 13 ივლისამდე, დაკეტილი იქნება. ამ პერიოდში  ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტის დღეს არსებული წესიც ძალაში დარჩება.


BBC -ს ცნობით, ამის მიზეზია ის, რომ ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბერძნულ ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება შეუწყვიტა მანამ, ვიდრე საბერძნეთი ევროზონასთან შეთანხმებას არ მიაღწევს.


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ იგი გონივრული რეფორმების გეგმას ევროპელ ლიდერებს დღეს წარუდგენს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე მძიმე ეტაპია. საბერძნეთს კრედიტორებმა – ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ორი ფინანსური პაკეტის სახით 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.


30 ივნისამდე ათენს სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ვერ შეძლო, რასაც კრიზისის გამწვავება მოჰყვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი