„პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს ჩვენს ინტერესებს“ - მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
11-11-2018, 22:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

 

ბახტაძის თქმით, ქართველი ხალხი დიდად აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

 

„ვულოცავ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსათვის ძალიან ღირებულია ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს ჩვენს ინტერესებს.

 

 

ჩვენთვის ძალიან ღირებულია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველი ხალხი დიდად აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის” ინიციატორი ქვეყნის როლს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის მეტად დაახლოების საქმეს“, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

 

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი