უნდა ველოდოთ პროვოკაციას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისგან - შვილმოკლული მამების აქცია რუსთაველზე გრძელდება
11-11-2018, 23:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი შვილების მკვლელობებში დამნაშავეები არ დაისჯებიან.

 

 

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ პოლიციისგან კარვების სისტემატურ შემოწმება მოითხოვა, თუმცა ამ ეტაპზე სამართალდამცველებისგან უარი მიიღო.

 

 

ამ მოთხოვნით პოლიციელებს სარალიძემ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე მიმართა, რომლის მიხედვითაც, იყო საშიშროება კარავში „კანონსაწინააღმდეგო ნივთი“ შეეტანათ. სწორედ ამ მიზეზით პოლიციამ აქციის მონაწილეებს ღამით კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.

 

 

ზაზა სარალიძე კრიმინალური პოლიციისგან პროვოკაციას არ გამორიცხავს.

 

 

„მივმართეთ პოლიციის წარმომადგენლებს, რომ ყოველ ორ საათში ჩვენს წარმომადგენელთან ერთად, პოლიციელებს დაეთვალიერებინათ თითოეული კარავი, ვიდეოც გადაეღოთ, რომ შემედგ არ ჰქონდა რამე პროვოკაციას ადგილი, მაგრამ პოლიციიდან, ფაქტობრივად, უარი მივიღეთ, როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, მაშინ დაათვალიერებენ კარვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ველოდოთ პროვოკაციას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისგან“,  განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

შვილმოკლული მამების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაამტკიცეს, რომ მათ რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის სრული უფლება ჰქონდათ.

 

 

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაამტკიცეს, რომ კანონით თურმე ჩვენ შეგვძლია დავდგათ კარავი და მოიტანეს კარვები და დადგეს. ეს მოხდა გუშინ. რაც აქამდე ჩვენ გვიწევდნენ წინააღმდეგობას და ყოველთვის ხდებოდა აქციების დარბევა კარავთან დაკავშირებით. გუშინ გაირკვა, რომ თურმე ჩვენ გვქონია მაგის უფლება, აქამდე, ორი თვის განმავლობაში სიცივეში, ქარ-ბუქში ვიყავით“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი