გერმანელმა და ქართველმა ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს
12-11-2018, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული - მას მუშაობის 140-წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია.

 

 

„პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

 

 

ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელიც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც.

 

 

პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას.

 

 

გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები", აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი