დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ მუქარასაც კი არ ერიდება
12-11-2018, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს. ისინი არ ერიდებიან არც ერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ პიარქულები დაიწერონ. ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას წარმოადგენს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთეუბლ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით.

 

 

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, „სად არის სიმართლე და სად ტყუილი" და შესაბამის პოზიციას დააფიქსირებს არჩევნებზე.

 


„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იმყოფებოდა და საზოგადოება როგორ განიცდიდა ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას - ეს ყველამ კარგად იცის. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რომ საარჩევნო პროცესში „ნაციონალურ მოძრაობა" არ ერიდება არც ერთ ნაბიჯს, მათ შორის მე ვგულისხმობ იმ ზარს, იმ განცხადებას, რაც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, როდესაც მას პირდაპირ ემუქრებოდნენ.

 

 

მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არანაირ შემხებლობაში არ არის სამხედრო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. ეს არის ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგიდან, რომელსაც არ ერიდება ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი - „ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეიყვანს მათ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორ არჩევანს გააკეთებს და ის აუცილებლად ევროპას და საქართველოს განვითარებას დაუჭერს მხარს და არა რუსეთს და კრემლს. მეორე ტურის შემდგომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი", განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი