„დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ სისხლიანი ტერაქტის მონაწილეები, რომელიც იქნა ჩადენილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში", აცხადებს სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მისი თქმით, დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, აქციები გაგრძელდება. როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, დღეს აქცია-მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობიდან დაიწყება და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დასრულდება.
„ესენი უნდა დაისაჯონ - მთელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს. რომ არა ელისო კილაძე და „რუსთავი 2“, ეს ხელისუფლება გველეშაპივით გადაყლაპავდა ხალხს იმიტომ, რომ ეს არის დეგენერატი, დებილი, მხეცი ხელისუფლება და ივანიშვილს ამას ვეტყვი პირში“, უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.