თბილისში, რუსთაველის გამზირიდან პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის მიმართულებით აქცია-მსვლელობა იმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის დასჯას ითხოვენ.
მათი განცხადებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც პანკისის ხეობაში 2018 წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქცია-მსვლელობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მშობლებთან და ახლობლებთან ერთად, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც მონაწილეობს.
მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.