ამას არ გაპატიებთ - არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი, ასე მიმართა თბილისში „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან საპროტესტო აქციისას პანკისის ხეობაში სპეცოკერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელსუფლებას.
აქციის მონაწილეები სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის დასჯას ითხოვენ.
მათი განცხადებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც პანკისის ხეობაში 2018 წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეს დღეს იწყება პანკისის ხეობიდან. დღეიდან ეს მიიღებს სულ სხვა ფორმებს და მოვითხოვ ამ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარეს, დასაჯე ეს ყველა მხეცი, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ეს ტერორისტული აქტი, ვინც დახვრიტა მძინარე ბავშვი, ვინც დამაყაჩაღა, თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად, მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს განცხადება დაიმახსოვრეთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ,“ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.